მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კულტურის სამინისტრო ცუდად იმართებოდა“ - ზაზა შენგელია

606002a1d290f
მარიამ ადამია
28.03.21 17:50
1494
„კულტურის სამინისტრო იმდენად ცუდად იმართებოდა, სანამ შეუერთდებოდა ის განათლების სამინისტროს, რომ რეალურად არაფერი არ კეთდებოდა და მდგომარეობა იყო უმძიმესი, ხოლო მერე, როდესაც განათლების სამინისტროს შეუერთდა, ის ფაქტობრივად დავივიწყეთ და ამას ადასტურებს პანდემიის პერიოდი, როდესაც მთავრობა სხვადასხვა სექტორს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობდა, კულტურის სფეროს კი, არანაირი მხარდაჭერა თუ შეღავათი არ შეხებია“ - ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ კულტურის სამინისტროს მართვის დროს ადამიანთა ჯგუფი კერძო კომპანიის ინტერესებს ატარებდა.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წლები არის დაკარგული. ის კულტურის განვითარების 2016-2025 წლის სტრატეგიაც, თავიდანვე მკვდარი დოკუმენტი იყო და ერთ ნაბიჯიც არ გადადგმულა გეგმის შესრულებისკენ. განათლების სამინისტროსთან შეერთების შედეგად კი, არცერთი სამინისტრო არ ყოფილა ისეთი დახურული, როგორიც კულტურა იყო. ინფორმაციაც კი არ გვქონდა, თუ რა იყო პრიორიტეტი, როგორ ტარდება ტენდერები, რა იყო მთავარი კრიტერიუმები პროექტის წარდგენისას და ეს ყველაფერი არის სრულად გადასახედი და შესაცვლელი დღეს“, - აღნიშნა ზაზა შენგელიამ.

მან გადაცემაში ისაუბრა ასევე სამინისტროს აპარატის რეფორმირებაზე.

„ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი გადასახადების ხარჯზე არსებობენ, რეალურად არანაირი ყურადღებას არ იჩენენ და მათი გადახედვა / შემცირება უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომელსაც ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი გადადგამს იმისათვის, რომ კულტურის სამინისტრო გახდეს ქმედითი, იყოს გამჭვირვალე და ამ სფეროში დასაქმებულების მხარდამჭერი“, - განაცხადა „ბრავო რექორდსის“, პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები