მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა

5f588de3c4b50
ინგა მურუსიძე
09.09.20 12:11
1153
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან 200 კაცზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება.

გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

„რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ. დახურულ სივრცეში ეს ყველაფერი ისედაც შეზღუდული იყო. ანუ ხვალიდან 200 კაცზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. რეგულაციების შეუსრულებლობაზე დაწესებულია შესაბამისი შეზღუდვები. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები