ელექტრონული აუქციონის განაცხადის მიხედვით, მენჯში გასაყიდად გამოტანილი 59016.00 კვ.მ, 47198.00 კვ.მ, 49262.00 კვ.მ. და 25048.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყის საპრივატიზებო თანხად 1 752 500 ლარია განსაზღვრული.
ელექტრონული აუქციონი 30 აგვისტოს გამოცხადდა და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
განაცხადის მიხედვით, ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი სასტუმროა.
