მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება - Galt&Taggart

დასაქმება

ადგილობრივ ბაზარზე კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება,- ამის შესახებ განათლების სექტორზე მომზადებულ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია.

"აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია.

2026 წლის უმაღლესი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირებას მიმართულებების მეტი სპეციალიზაციის, პროგრამების სტრუქტურის ცვლილებისა და საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვების გზით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესურსების განაწილება და განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა, საბოლოო ეფექტი განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული",- აღნიშნულია კვლევაში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2026 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებების კურსდამთავრებულთა მიწოდება აღემატება შრომის ბაზრის მოთხოვნას, მაშინ როდესაც პროფესიული/განათლების მიმართულებით მწვავე დეფიციტი ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები