კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით, 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.