უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი "Kusa Food Balls" გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს ინოვაციური მჭადის საბეჭდი მანქანით დამზადებულ მჭადის სეტებს შესთავაზებს, - ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, იდეა ქართული კერძების განსხვავებული ფორმატით წარმოჩენა იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მჭადი და ჭვიშტარი ბურთულების სახით შეექმნათ.
"ვფიქრობთ, ეს კარგი პროდუქტი იქნება სწრაფი კვების ობიექტებისა და ფესტივალებისთვის. ძირითადად მის რეალიზაციას ქეითრინგებზე, სპორტულ ღონისძიებებზე, პარტნიორ კაფეებსა და ბარებში და საფირმო წერტილებში ვგეგმავთ. სამომავლოდ კი, უკვე ნახევარფაბრიკატის სახით ქსელურ მარკეტებსაც შევთავაზებთ", - ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.
კომპანიას დღიურად რამდენიმე ათასი ბურთულის წარმოების შესაძლებლობა აქვს, ერთი სეტის საფასური კი, რომელშიც 6 ბურთულა შევა, საშუალოდ 8-12 ლარს შორის იქნება.
რაც შეეხება ინვესტიციას, დამფუძნებელი ზუსტ ციფრს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პირველ წარმოებასა და ბრენდის კონცეფციის ჩამოყალიბებაში უკვე რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს.