მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვერცხის გაიაფების გადაწყვეტილება მარჟებთან მიმართებით რისკებს შეიცავს - მწარმოებლები

კუმისი

კვერცხის გაიაფების გადაწყვეტილება მარჟებთან მიმართებით რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილებას ეხება.

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ კვერცხის მწარმოებლებმა ("კოდა", "კუმისი", "დილა" და "სავანეთი") გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კვერცხის ფასს 5%-ით ამცირებენ და მათ გადაწყვეტილება პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით მიიღეს, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.

თუმცა მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, - "პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება".

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რიტეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები