მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვერცხის იმპორტი 93%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

კვერცხი

ბოლო დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები სუპერმარკეტებში დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობენ. მიზეზის გასარკვევად BM.GE დარგობრივ გაერთიანებას დაუკავშირდა.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ არის და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის იმპორტის კლებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2024 წლის მონაცემებით კვერცხით თვითუზრუნველყოფის 96%-იანი მაჩვენებელი აქვს.

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ 68.5 ათასი აშშ დოლარის 1 244 არასაინკუბაციო [საკვები] კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხაში 91.4%-ით, რაოდენობაში კი 93.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით იმპორტი მიმდინარე წელს სამი ქვეყნიდან განხორციელდა.

  • თურქმენეთი - 46.8 ათასი აშშ დოლარის 953 ათასი ცალი;
  • ბელარუსი - 11.4 ათასი აშშ დოლარის 111 ათასი ცალი;
  • თურქეთი - 10.3 ათასი აშშ დოლარის 180 ათასი ცალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები