მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირიკაშვილი ხაზარაძის საქმეზე: გაუგებარია, რატომ დასჭირდათ ყურით მოთრეული საქმე, რომლისაც არავის სჯერა

5d8f57f6347e7
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.19 16:52
1975
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი tv Pirveli-სთან ინტერვიუში ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს, რომლითაც პროკურატურა ყოფილ ბანკირებს 17 მილიონის გათეთრებას ედავება.

კვირიკაშვილის თქმით, გაუგებარია რაში დასჭირდა ხელისუფლებას „ყურით მოთრეული საქმე“, რომლისაც არავის სჯერა.

„ჯერ ერთი, ეს არის ძალიან დამაზიანებელი საინვესტიციო გარემოსთვის. ჩემთვის გაუგებარია ისიც, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ეს ყურით მოთრეული ფულის გათეთრების საქმე, რომლისაც მემგონი არავის არ სჯერა. ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, იქ ნამდვილად არ არის ფულის გათეთრებაზე საუბარი“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ამ საქმეში „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მონაწილეობას, კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეს „საერთოდ ღიმილის მომგვრელი ისტორიაა“, რადგან, მისი თქმით, ავთო წერეთელი საერთოდ არაფერ შუაში არ არის.

„ეს კაცი არაფერ შუაში არ არის. აქ რა თქმა უნდა, შესაძლოა, იყოს მედიისადმი გარკევული ინტერესი, რომ გახადონ უფრო მეგობრული“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ავთო წერეთლის კომპანიებისგან ისესხეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ 17 მილიონი, რომლის გათეთრებასაც გამოძიება მათ ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები