მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

bvbvbv

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

აშშ-ის შემდეგ, Tesla წუნდებულ ავტომობილებს ჩინეთიდანაც გამოიხმობს


მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი Tesla ჩინეთში გაყიდულ 1.6 მილიონ ავტომობილს უკან იწვევს. მიზეზი მანქანების წუნდებული კარებია, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამოუკიდებლად იღება და მძღოლსა და მგზავრებისთვის დაზიანებების მიღების რისკებს ზრდის. ხარვეზიანია ასევე Tesla-ს ციფრული საოპერაციო სისტემაც.


აღნიშნული შეეხება კომპანიის მიერ წარმოებულ S, X, 3 და Y მოდელებს და 7500-ზე მეტ იმპორტულ ავტომობილს, თუმცა მათ მფლობელებს ავტომობილების მიყვანა Tesla-ს სალონებში ფიზიკურად არ მოუწევთ, კომპანია ხარვეზებს პროგრამულად გაასწორებს.
ავტომწარმოებელმა საკუთარი პროდუქტი ერთი თვის წინ აშშ-შიც გაიწვია. საუბარია 2 მილიონ ავტომობილზე, რომლებსაც ავტოპილოტის რეჟიმში ხარვეზები უფიქსირდებოდა. კიდევ უფრო ადრე, გასული წლის ბოლოს, Tesla-მ 120 ათასი ავტომობილი კარის თვითნებურად გაღების გამო უკან დაიბრუნა.
კომპანიამ ხარვეზების გამომწვევი მიზეზები უკვე აღმოაჩინა და ასეულობით ათასი ავტომობილი სისტემური განახლებისათვის უკვე მზადაა.

Hyundai-მ განახლებული "Creta"-ს ექსტერიერის ფოტოები გაასაჯაროვა

Hyundai-მ "Creta"-ს ექსტერიერის ფოტოები გაასაჯაროვა. ბესტსელერის დებიუტამდე ერთი კვირით ადრე, მისი ექსტერიერი საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და ოფიციალური ფოტოები ინტერნეტში ხელმისაწვდომია. დიზაინში ბევრი რამე შეიცვალა, ახალი კრეტა უფრო კუთხოვანი გახდა წინა მხარეს, დიზაინით ქროსოვერი Hyundai Palisade ის სტილშია.


"უკანასკნელი" Chiron-ი - Bugatti-ის $3 მლნ-იანი ქმნილება

Bugatti-მ კიდევ ერთი, "უკანასკნელი" Chiron წარადგინა. კუპემ 1500 ცხენის ძალის ძრავით Sur Mesure-ის პერსონალური და ინდივიდუალური დიზაინით შეიქმნა და მისმა მფლობელმა ავტომობილში 3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ჯამში სიახლე არაფრით გამორჩეულია, გარდა იმისა რომ მას აქვს სტატუსი, "უკანასკნელი". თუმცა ახალი "შირონი" W16 ძრავების წარმოებას წერტილს არ უსვამს, კომპანიამ გეგმავს ამ ძრავით კიდევ ერთი შირონი და სარბოლო ბოლიდიც ააწყოს.


Alef-ის მფრინავი ტაქსების EV-ბატარეებს ქართული კომპანია Elven Technologies-ი შეფუთავს


ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Elven Technologies, რომელიც ლითიუმის ბატარეების ცეცხლგამძლე კომპოზიტურ მასალას აწარმოებს, ამერიკული სტარტაპის, Alef-ის მფრინავი ტაქსების ელექტრობატარეებს შეფუთავს. სიახლე, პირველად, ამერიკული სტარტაპის დამფუძნებელმა, ჯიმ დუჰოვნიმ განაცხადა, ხოლო სიახლის მოსაკითხად BMG ქართული კომპანიის დამფუძნებელს, ვამეხ ხერხეულიძეს დაუკავშირდა.
“ჩვენი კომპოზიტი მასალის შესახებ ძალიან ბევრ კომპანიას ვესაუბრებით. ამ შემთხვევაში, Alef-თან პირველადი კონტაქტი ჩვენმა ინვესტორმა, ფარიდ ისმაილსადამ დაამყარა, მოგვიანებით კი დისტანციურად შევხვდით კომპანიის ტექნოლოგიურ დირექტორს და დეტალების განხილვა დავიწყეთ - საბოლოო ჯამში, პროდუქტი მოეწონათ და თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, - განაცხადა Elven Technologies-ის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემ BMG-სთან.
როგორც ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, ეს თანამშრომლობა Elven Technologies-ისთვის საეტაპოა, რადგან ასე ქართული კომპანია, რომელიც, ამ დრომდე, უმეტესწილად, ელექტრომანქანების ბატარეების შეფუთვაზე მუშაობდა, ავიაციაში შედის.

"პორშეს" ახალი სრულად ელექტრო მაკანი მსოფლიო პრემიერამდე ექსტრემალურ პირობებში გამოსცადეს


Porsche Macan_ის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ბრენდი მოდელის ახალი, მეორე თაობის წარდგენისთვის ემზადება. სრულად ელექტრო პორშე მაკანი არის პირველი პორშე ახალ პლატფორმაზე, რომელსაც Premium Platform Electric ეწოდება. პორშემ თავისი ახალი მოდელი, რთული და ინტენსიური სატესტო პროგრამით გამოცადა, რათა წარმატებული SUV-ის შემცვლელი მსოფლიო პრემიერას აბსოლუტურ მზადყოფნაში შეხვდეს. განახლებული მაკანი სავსებით შეცვლილი, ახალი პროდუქტია, შესაბამისად, პორშეს ინჟინრებმა მის განვითარებასა და გამოცდაში დიდი რესურსი ჩადეს.
ახალი მოდელის პროტოტიპის რეალურ გამოცდას პორშესთვის ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამას ემატება სიმულაციები ვირტუალურ სამყაროში და ტესტები აეროდინამიკურ მილებში, რომლებიც ჰაერის ნაკადის ობიექტთან ურთიერთქმედების მოდელირებისათვისაა განკუთვნილი. ახალი პორშე არა მხოლოდ უფრო სპორტული, არამედ უფრო ეფექტიანიც უნდა იყოს.


ავტომობილის ფუნქციონირების სრული ციკლის სიმულირება იმაზე გაცილებით რთულ პირობებში მიმდინარეობს, ვიდრე მომხმარებლებს რეალურ პირობებში მოუწევთ. ახალი მაკანის პროტოტიპებმა დღემდე სატესტო რეჟიმში 3,5 მილიონზე მეტი კილომეტრი დაფარეს, თანაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტესტები მოიცავს ნებისმიერ ამინდსა და ტემპერატურას, სკანდინავიის -30 გრადუსით დაწყებული, კალიფორნიის Death Valley-ს +50 გრადუსამდე. რათა SUV გზის ნებისმიერი სახის ზედაპირზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს, ელექტრომობილი ტესტირებას გადის უგზოობის, ტალახიანი, თოვლიანი და ყინულიანი გზის პირობებშიც კი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები