მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

JNDCNCNJ

კვირის მთვარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

ID.7 Tourer - Volkswagen-ის პირველი ელექტრო უნივერსალი

Volkswagen-მა თავისი პირველი ელექტრო უნივერსალი ID.7 Tourer წარადგინა. ახალი ID.7 Tourer Volkswagen Passat Variant-ის მწვანე ალტერნატივაა. თავის მხრივ Passat Variant-ს არ აქვს ელექტრო ვერსია.
ორივე უნივერსალი იდენტური ზომისაა, მაგრამ ID.7 ჩამორჩება Passat-ს საბარგულის მოცულობით. ახალ პროდუქტს ევროპაში უკანა ამძრავით შესთავაზებენ მომხმარებელს, მისი სიმძლავრე 286 ცხენის ძალა იქნება.
სრულ ამძრავიანი, ორძრავიანი ვერსიები მოგვიანებით გამოჩნდება. რაც შეეხება ელემენტების სიმძლავრეს, ორი ვერსიაა ამჟამად ხელმისაწვდომი, 77 და 86 კილოვატ-საათი, შესაბამისი მანძილის დიაპაზონით, 600 და 685 კილომეტრი.

Panamera 4 E-Hybrid და 4S E-Hybrid - Porsche Panamera-ს ორი ახალი ჰიბრიდული ვერსია წარადგინა

ახალი თაობის Porsche Panamera-მ ახალი მძლავრი ჰიბრიდული ვერსიები მიიღო.
Panamera 4 E-Hybrid და 4S E-Hybrid მოდიფიკაციები ოჯახის იერარქიაში საბაზო მოდელსა და Turbo E-Hybrid-ს შორის იკავებს ადგილს. დინამიკისა და სიმძლავრის რეზერვის მხრივ ისინი წინამორბედებს აღემატებიან: ორივეში დამონტაჟებულია 2.9 ლიტრიანი შიდა წვის ტურბო ძრავა, რომელსაც 190 ცხენის ძალის ელექტროძრავა ეხმარება. Panamera 4 E-Hybrid-ის ჯამური სიმძლავრე 470 ცხენის ძალაა, ხოლო Panamera 4S E-Hybrid-ს 544 ცხენის ძალა აქვს. Panamera 4 E-Hybrid 100 კილომეტრამდე აჩქარებას 4,1 წამში ახერხებს, 4S E-Hybrid-ს კი მხოლოდ 3,7 წამში სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 კილომეტრზეა შეზღუდული.

Mercedes-Benz Group-ი €3 მილიარდის აქციებს გამოისყიდის

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Mercedes-Benz Group-ი საფონდო ბირჟიდან საკუთარი აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ამ შემთხვევაში, კომპანია €3 მილიარდის აქციებს გამოისყიდის, ხოლო თავად პროგრამა მას შემდეგ დაიწყება, რაც გერმანული კონგლომერატი გამოსყიდვის შარშან დაანონსებულ €4-მილიარდიან პროგრამას დაასრულებს. ბოლო დროს, როგორც იცით, აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა გაზარდა, რაც საბაზო ეფექტს, ანუ მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხვრას და ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასვლას უკავშირდება. Mercedes-Benz Group-ის მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელს General Motors-მა, Ford-მა და Stellantis-მა მიიღეს, რომელთა მიერ გამოსყიდული აქციების და აქციონერებზე გაცემული დივიდენდის ჯამურმა მოცულობამ $22.7 შეადგინა.

იანვარში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა - Euronews

სხვა კატეგორიებს შორის, ახალი ელექტრომობილების გაყიდვებმა 2024 წელს დომინანტი პოზიცია დაიჭირა - ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში, სამგზავრო ავტომობილების მიწოდებაში მათ 11.9%-იანი წილი დაიკავეს. Euronews-ის ცნობით, ევროპულ ბაზარზე (UK-ის ჩათვლით) ელექტრომობილების გაყიდვები, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის იანვარში 29.3%-ით გაიზარდა. ამავე დროს, Plug-in ჰიბრიდების გაყიდვები 24.4%-ით, ელექტროჰიბრიდების გაყიდვები კი - 21.4%-ით გაიზარდა. ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები მხოლოდ 2.კ8%-ით გაიზარდა, დიზელზე მომუშავე ავტომობილების კი, პირიქით, 5.4%-ით შემცირდა.
2024 წლის იანვარში ევროპულ ბაზარზე ყველაზე მეტი, 258 402 ავტომობილი Volkswagen Group-მა გაყიდა, რომელსაც 183 120 გაყიდული ერთეულით Stellantis-ი მოსდევს. 92 935 ავტომობილით კი TOP 3-ს Renault-ი ხურავს. აღსანიშნავია, რომ სამივე მწარმოებელი ერთად ევროპული ბაზრის 52%-ს ფარავს.
ყველაზე მეტი ახალი ელექტრომობილი, 22 474 ერთეული, გერმანიაში გაიყიდა, რითაც ევროკავშირის უდიდესმა ეკონომიკამ ელექტრომობილების გაყიდვებში 23.9%-იანი ზრდა დააფიქსირა. 36.8%-ით გაიზარდა გაყიდვები საფრანგეთში, ბელგიაში 75.5%-ით, ნიდერლანდებში კი - 72.2%-ით.
ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ელექტრომობილების გაყიდვებით კი ნორვეგიამ დააფიქსირა. 2023 წლის იანვართან შედარებით, 2024 წლის პირველ თვეს ქვეყანაში 281.3%-ით მეტი ელექტრომობილი გაიყიდა - თუმცა მათ რაოდენობა, რეალურად, 4 720 ერთეულს არ აღემატება.

Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრომობილი შემოიყვანა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ შემოიყვანა.
Autogallery - რომელიც ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ელექტრომობილების რეალიზაციას ახორციელებს, მუდმივად ცდილობს, ახალი, ინოვაციური ბრენდები შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ახალი ბრენდის საქართველოში გამოჩენაც.
Zeekr-ი GEELY Group-ის მიერ შექმნილი პრემიუმ ბრენდია, რომელიც სრულად ელექტრულ ავტომობილებს აწარმოებს. ელექტრომობილის პირველი მოდელი Zeekr 001 ოფიციალურად 2021 წელს გამოვიდა.
Autogallery-ს შოუ-რუმში Zeekr 001 YOU 100KWH (Z Sport) იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი სპორტულ ხასიათსა და შესანიშნავ ექსტერიერს აერთიანებს. ელექტრომობილის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 686 ნმ.მ.. ZEEKR 001 YOU-ს ერთი სრული დამუხტვით 656 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას კი 3.8 წამი სჭირდება.
ავტომობილის ექსტერიერთან ჰარმონიულადაა შერწყმული ინტერიერიც, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დეტალებითა და კომფორტით. Zeekr 001 ცნობილია ფუნქციონალური დეტალებით და ძვირად ღირებული, მდგრადი მასალების გამოყენებით.
ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, თავად გამოცადოს გამორჩეული ელექტრომობილის შესაძლებლობები. Zeekr 001-ის შეძენა Autogallery-ს შოუ-რუმშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები