მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

jsjsj

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Audi-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი RS E-Tron GT წარადგინა

გერმანულმა Audi-მ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი RS E-Tron GT Performance-ი წარადგინა, რომელიც Porsche Taycan-ის ბაზაზეა აგებული. 2025 წლის მოდელი გამოირჩევა შთამბეჭდავი 912 ცხენის ძალით, რაც საშუალებას აძლევს მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს მხოლოდ 2.5 წამში. Audi-ს ახალი ელექტრომობილი აერთიანებს მაღალ წარმადობას, თანამედროვე დიზაინს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც მას განსაკუთრებით კომპეტენტურ სპორტულ სედანად აქცევს.
Audi E-Tron GT Performance-ის დიზაინი ძლიერი და დინამიკურია, რაც ამ ავტომობილს ანიჭებს სპორტულ და ელეგანტურ ვიზუალს. მისი ინტერიერი მოიცავს: სპორტულ საჭეს, განახლებული სავარძლებს და თანამედროვე ელექტრონულ სისტემებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და მოქნილობას.
ელექტროძრავასთან ერთად, Audi E-Tron GT იყენებს გაუმჯობესებულ ბატარეას და დამუხტვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს 610 კილომეტრის მანძილის გავლას ერთი დამუხტვით. ბატარეის ტევადობა გაიზარდა 105 კილოვატამდე, რაც ავტომობილს მეტი ენერგიის შენახვას საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, დამუხტვის სისტემაც ასევე გაუმჯობესებულია. მაგალითად, მისი 10-დან 80%-მდე დამუხტვა მხოლოდ 18 წუთშია შესაძლებელი სწრაფი დამტენის დახმარებით.
რაც შეეხება ფასს, საბაზისო მოდელის ღირებულება 135,000 დოლარიდან იწყება, ხოლო RS E-Tron GT Performance-ის ფასი $172,000-ს აღწევს.

TESLA სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს - რა ვიცით მათ შესახებ?

Tesla-ს აქციონერების შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა, ილონ მასკმა დააანონსა სამი ახალი მოდელი. მართალია, მათი ფოტოები დაფარული იყო, მაგრამ ვიზუალური მახასიათებლები მაინც მიანიშნებდა მათ ფორმებსა და დიზაინზე.

ერთ-ერთი მოდელი გამოირჩევა მაღალი, ყუთისებური ფორმით, რაც მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს Tesla-ს მინივენი, რომელიც, დიდი ალბათობით, Cybervan-ის სახელით იქნება ცნობილი. მოგეხსენებათ, Tesla-ს ადრეული პრეზენტაციები უკვე მიუთითებდა კომპანიის სურვილზე, შესულიყო კომერციული და სამგზავრო ვენების ბაზარზე. Tesla-ს ახალი ელექტროვენი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორიცაა Ford E-Transit, Mercedes-Benz eSprinter და Ram ProMaster EV.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მეორე მოდელი გამოირჩევა დაბალი და ელეგანტური პროფილით, რომელიც სპორტულ პროპორციებზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ეს იქნება ახალი Roadster-ი, რომელიც პირველად 2017 წელს იყო წარმოდგენილი და მისი წარმოების დაწყება 2020 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მისი გამოშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. როგორც მასკი ამბობს, Tesla Roadster-ს უფრო სწრაფად შეეძლება აჩქარება, ვიდრე ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა სერიულ ავტომობილს და ამ მახასიათებლებით ის კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს გაუწევს.

რიგით მესამე მოდელი, სავარაუდოდ, არის თვითმართვადი Robotaxi, რომლის შესახებაც მასკი დიდი ხანია საუბრობს. მისი განცხადებით, Robotaxi აგვისტოში იქნება წარმოდგენილი და მას ექნება Tesla-ს ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფა.

ახალი ავტომობილების ანონსი მიუთითებს იმაზე, რომ Tesla განვითარებას არ წყვეტს. სავარაუდოდ, მათი გამოშვება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კომპანიის პოზიციას ელექტრომობილების ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებას, რასაც ისინი უკვე დიდი ხანია ითხოვენ.

ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

ევროკავშირის მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, კერძოდ, გასული თვის განმავლობაში ვარდნამ რეკორდული 12.5% შეადგინა. ევროპის უდიდეს ეკონომიკაში, გერმანიაში ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, ზოგიერთ ბრენდზე, მაგალითად, Volvo-ზე, MG-სა და BYD-ზე ვარდნა 50%-ის ფარგლებშია.
ასეთ მკვეთრი შემცირება იმ მარტივი მოცემულობითაა განპირობებული, რომ ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესა, რამაც ევროკავშირის ბაზრიდან იაფი, ჩინური ელექტრომობილები უბრალოდ გააქრო.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ მომხმარებლებს ნაკლებად სურთ ელექტრომობილების შეძენა და ბოლო დროის განმავლობაში ისინი უპირატესობას ჰიბრიდულ ავტომობილებს ანიჭებენ.

EU და ჩინეთმა ელექტრომობილების დაგეგმილი ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

reuters-ის ცნობით, ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირი 4 ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე, დროებით, 38,1%-მდე ტარიფს აწესებს. როგორც ჩინეთში მყოფმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, მას ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთთან ტარიფების საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართება.
მანამდე ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელი ვან ვენტაო და ვალდის დომბროვსკისი შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე ჩინურ ელექტრომობილებთან დაკავშირებით ევროკავშირის ანტისუბსიდურ გამოძიებაზე.
ჰაბეკის თქმით, ეს არის სიახლე და მოულოდნელი, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების განრიგის შეთანხმება შეუძლებელი იყო.
„ჯერ შორს ვართ დასასრულიდან, თუმცა, სულ მცირე, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც აქამდე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.


„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა

კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული - „ვოლვო ქარ საქართველომ“ ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30 SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი სისტემით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.
ახალი Volvo EX30 საკმაოდ კონკურენტული ღირებულებით შემოდის ქართულ ბაზარზე. მისი სარეალიზაციო ფასი 36 000 ევროდან იწყება.


Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო კორპორაციული ავტომობილი Geely Emgrand წარუდგინა

Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი იდეალურია კორპორაციული შესყიდვებისთვის და Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
Emgrand გამორჩეული სედანია, კლასიკური და დამახასიათებელი ექსტერიერით, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინთან და ტექნოლოგიებთან. Emgrand იდეალურია როგორც ურბანული სივრცისთვის, ისე შორეული მოგზაურობისთვის. ის აგებულია ინოვაციური მოდულური პლატფორმის BMA-ს საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია Geely-ის მიერ, ევროპელი ტექნიკოსების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ინტერიერში.
Geely Emgrand აღჭურვილია 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს შეადგენს, შერეული - 5,8 ლიტრს. მომხმარებლის სურვილისამებრ გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შესაძლებელია, კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები