მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

tour

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

2030 წლისთვის, ჩინური კომპანიები გლობალური ავტობაზრის მესამედს დაიკავებენ

ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიები ჩინეთის გარეთ არსებულ ბაზრებზე სწრაფ ექსპანსიას განაგრძობენ. ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის, AlixPartners-ის დათვლებით, 2030 წლისთვის, ჩინური კომპანიები გლობალური ავტობაზრის მესამედს დაიკავებენ. პროგნოზის თანახმად, ზრდა ყველა ბაზარზე დაჩქარდება, მაგრამ ექსპანსია შედარებით ნელი ტემპით გაგრძელდება იაპონიასა და აშშ-ში, სადაც მაღალი სტანდარტები და დიდი ტარიფები მოქმედებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი საკმაოდ თავისებურია და იქ, როგორც წესი, სწორედ ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიები დომინირებენ.


ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების ექსპანსიას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის უპირატესი ეკონომიკურია. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს დიდი მოცულობის სუბსიდიები გამოუყო, რამაც ჩინური ავტომობილების წარმოება გააიაფა, რაც ავტომობილის გასაყიდ ფასზეც აისახა. ევროპულ და ამერიკულ ავტომწარმოებელ კომპანიებს ასეთი სუბსიდიები არ მიუღიათ და თან, ეს ავტომობილები, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, კონკურენცია რთულდება.

ელექტრომობილების მწარმოებელი გაკოტრებული კომპანიების სია


ელექტრომობილების წარმოება რთული და ხარჯიანი პროცესია, რომელიც ფინანსურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. საავტომობილო ინდუსტრიაში შედარებით ახალი კომპანიისთვის თავის დამკვიდრება განსაკუთრებით რთულია, რადგან ავტომობილის შეძენისას მომხმარებლები ბრენდის იმიჯს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომაც წარმატებული ავტომწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალში ბევრ ისეთ ბრენდს ვხედავთ, რომელიც უკვე 100 წელზე მეტი ხანია არსებობს. წარმატებული კომპანიების საპირწონედ, ცხადია, არსებობენ წარუმატებელი კომპანიებიც, რომელთაც ბაზარზე თავის დამკვიდრება ვერ გამოუვიდათ, ასეთი კომპანიების რაოდენობა კი ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრიაში განსაკუთრებით მაღალია.

ამჯერად გთავაზობთ EV-ების მწარმოებელი გაკოტრებული კომპანიების ჩამონათვალს:

  • Fisker
  • Nikola
  • Proterra
  • ELMS
  • Lodstown
  • Birght Auto
  • Aptera Motors
  • Arrival
  • Arcimoto
  • Byton


Volkswagen-მა Rivian-ში $5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება წარმატებით შედგა. გერმანულმა Volkswagen Group-მა, რომელიც VW-ს, Audi-ს, Porsche-ს, Lamborghini-სა და Bugatti-ს აერთიანებს, ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian-ში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო.

გარიგების შედეგად, გერმანული და ამერიკული კომპანია ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომლის მიზანი ახალი თაობის ავტომობილებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის, ავტოპილოტის შექმნა იქნება.

საქმე ისაა, რომ VW Group-ის ძველმა კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელსაც ჰოლდინგისთვის ციფრული სისტემა უნდა შეექმნა, თითქმის ორი წლით დააგვიანა სამუშაოს შესრულება და ჩაბარებულმა პროდუქტმა Porsche-სა და Audi-ს სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც მისი თავიდან შექმნა გახდა საჭირო.

როგორც VW Group-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს, ამიტომ კომპანიამ თავად უნდა შექმნას საკუთარი პროგრამა, რომელშიც მას ამერიკული სტარტაპი დაეხმარება. მოგეხსენებათ, გერმანელებს ავტომობილების წარმოებაში ბადალი არ ჰყავთ, თუმცა პროგრამულ უზრუნველყოფაში მათ ამერიკელები უსწრებენ, ამიტომ Volkswagen-მა Rivian-ის სახით საუკეთესო ბიზნესპარტნიორი შეარჩია, რომელიც VW Group-ს საკუთარ ტექნიკურ ცოდნას გაუზიარებს.
როგორც ცნობილია, ახალი პროგრამით აღჭურვილ ავტომობილებს ბაზარზე 2030 წლამდე აუცილებლად ვიხილავთ.

უნდა აღინიშნოს, რომ $5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებული სიახლის გავრცელების ფონზე, Rivian-ის აქციების ღირებულება ბირჟაზე თითქმის 40%-ით გაიზარდა.

Bugatti ელექტრო ჰიპერმანქანას უშვებს

Bugatti უკვე 115 წლის ხდება და ზუსტად ახლა გადაწყვიტა, თავისი პირველი ელექტრო ჰიპერმანქანის Tourbillon-ის გამოშვება. თუმცა ეს სულაც არ არის Chiron-ის ევოლუცია, Bugatti-ის მისწრაფებას ასახავს ელექტრო მანქანებისკენ და ამასთან, არსებული მემკვიდრეობის ერთგულიც რჩება. ეს ერთგულება კი 4.1 მილიონად არის შეფასებული და ბაზარზე მხოლოდ 250 გამოვა.

Tourbillon საწყის ეტაპზეა, სრულიად ახალი ჰიბრიდული ძრავა აქვს, რომელიც 1800 ცხენის ძალას აღწევს, ეს მაჩვენებელი კი Chiron-ისთვის 1500-ს უდრის. V16-ისა და 3 ელექტროძრავას მოიცავს, რითაც ფრანგული ბრენდისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს. Tourbillon-ს ხელოვნების ნიმუშად აღწერენ, რომელიც 600-ზე მეტი ნაწილისგან შედგება, მათ შორის ძვირფას ქვებსა და ტიტანსაც აღმოაჩენთ. მსგავსი დეტალები კი სიზუსტისა და ფუფუნებისადმი ბუგატის ერთგულებას ეხმიანება.

ცენტრალური კოსნოლი ელექტრო ჰიპერმანქანის გამორჩეული ნაწილია, ალუმინისგანაა შექმნილი და მინასაც მშვენივრად იხდენს. ეს კომბინაცია კი ინტერიერს მეტად ელეგანტურსა და დახვეწილს ხდის.
საინტერესოა, რომ ეს ჰიპერმანქანა ბრენდის პირველი ახალი დიზაინია მას შემდეგ, რაც 2021 წელს ელექტრო მანქანების მწარმოებელ Rimac-თან გაერთიანდა.

რაც შეეხება სიჩქარეს, 400 კმ/სთ-ს შეუძლია, მიაღწიოს, რაც მას ჰიპერმანქანების ბაზარზე ყველაზე დიდ კონკურენტად აქცევს. თუმცა Tourbillon-ის შემთხვევაში საქმე მხოლოდ სიჩქარეს კი არა, არამედ მემკვიდრეობას, ოსტატობას და ხელოვნებას ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები