გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 0.97 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7576 ლარი გახდა. ამასთან ლარი 6.20 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.0438 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 0.95 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5909 ლარამდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე დღეში გაუფასურდა თავად აშშ დოლარი, რაც დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. თუკი კვირის დასაწყისში ერთი ევრო 1.08 დოლარი ღირდა, ამჟამად ის უკვე 1.10-ს შეადგენს.
რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, ჯერჯერობით მარტის სტატისტიკური მონაცემები უცვლელია, თებერვლის განმავლობაში კი საქართველოს ექსპორტმა 431 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე წლიურად 7%-ით არის შემცირებული იმპორტი, რამაც თებერვალში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო, ფულადი გზავნილები კი 5.3%-ით შემცირდა და თებერვალში 252 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები საჯაროდ ცნობილი არაა.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
ვალუტა | ლარი | სხვაობა თეთრი |
1 აშშ დოლარი | 2.7576 ლარი; | 0.97 თეთრი; |
1 ევრო | 3.0438 ლარი; | -6.20 თეთრი; |
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5909 ლარი; | -0.95 თეთრი; |
1 თურქული ლირა | 0.0725 ლარი; | 0.03 თეთრი; |
100 რუსული რუბლი | 3.2697 ლარი; | 2.76 თეთრი; |
1000 სომხური დრამი | 7.0430 ლარი; | 1.95 თეთრი; |
1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6221 ლარი; | 0.61 თეთრი; |
10 ჩინური იუანი | 3.7867 ლარი; | 2.32 თეთრი; |
100 იაპონური იენი | 1.8994 ლარი; | -6.27 თეთრი; |
10 უკრაინული გრივნა | 0.6692 ლარი; | -0.21 თეთრი. |