მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (06-11.04.2020)

5e932774b11c2
ირაკლი მაკალათია
12.04.20 18:25
3323
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (06-11.04.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენას

1. ნებადართული ეკონომიკური საქმიანობები;
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი და საერთაშორისო დახმარებები; 
3. StopCov ფონდი;
4. მთავრობამ კომერციულ ბანკებში არსებული საკუთარი ანგარიშებიდან 850 მლნ ლარი ეროვნულ ბანკში გადაიტანა;
5. პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი დარგების დაფინანსება მოხდება; 
6. პირველი ქართული პირბადის წარმოების შედეგები;
7. კომუნალურ შეღავათებზე უარი ათასზე მეტმა მოქალაქემ თქვა;
8. მთავრობის დადგენილებით ,,სუფთა სახლი’’ დროებით დაიხურა; 
9. 9 ძირითად სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობის სუბსიდირების პოლიტიკა; 
10. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" განცხადება და ეროვნული ბანკის პასუხი

1. ნებადართული ეკონომიკური საქმიანობები

მთავრობის 238-ე დადგენილებით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით 122 საწარმო შემოწმდა, რომელიც მიმდინარე პერიოდში არ გაჩერებულა და მათ მიმართ დიდი შენიშვნებიც არ აქვთ. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით ჯერ კიდევ ბევრი კომპანია გაჩერებულია, რადგან მათ არ აქვთ გავლილი შესაბამისი შემოწმება, თუმცა პროცესი დაწყებულია. საწარმოების ნაწილმა წარმატებით ვერ გაიარეს შესაბამისი პროცედურა და ვიდრე არ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ.კორონავირუსის გამო გამკაცრებული სამეწარმეო საქმიანობის პირობები შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელმა კომპანიები შემოწმებებს გადიან და შემდეგ მიიღებენ სამუშაოების გაგრძელების ნებართვებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით თბილისის მერიაში 500-მდე განაცხადია შესული. თბილისში მოქმედმა ბიზნეს სუბიექტებმა საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით უნდა მიმართონ თბილისის მერიას (ვრცლად მიმართვის დეტალების შესახებ (https://bit.ly/2UI4TBf)

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2yaiIj6 ; https://bit.ly/3ei2GUX

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი და საერთაშორისო დახმარებები

მსოფლიო ბანკის პროგნოზით პანდემიის გამო საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდება და არც რეცესიას გამორიცხავენ. 2020 წლის პროგნოზი კი -0.2%-დან 2%-მდე ეკონომიკურ ზრდას მოიცავს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი 2020 წელს საქართველოში რეცესიას და 3.2%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლაში პარტნიორ ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას პირდება, რისთვისაც დახმარებების სახით 15 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყოფა. საქართველოც აღნიშნულ სიაშია, ვისთვისაც დახმარებების სახით183 მილიონ ევროზე მეტი გამოიყოფა. ეროვნული ბანკი EBRD-თან $200 მილიონი დოლარის მოცულობის სვოპ ოპერაციების შესახებ გააფორმებს ხელშეკრულებას. მოზიდული თანხით, კი კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ასევე სვოპ არხის გამოყენებით გეგმავს დამატებითი ლიკვიდური აქტივების მიწოდებას. აზიის განვითარების ბანკი (ADB) მის პარტნიორ ქვეყნებს ფინანსურად დაეხმარება, რისთვისაც ფონდიდან 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოიყოფა. აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის სფეროსა და ბიზნესის დასახმარებლად ფინანსებს მთლიანი ფონდიდან საქართველოსთვისაც გამოყოფს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართვას, სადაც საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მხარდაჭერის წერილით მიმართავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ ქვეყანას.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2K2Y9I1; https://bit.ly/34u0BAK; https://bit.ly/3c5NqIQ
დიპლომატიური კორპუსის ღია წერილი https://bit.ly/3b2VKcq

3. StopCov ფონდი

StopCoV ფონდში, რომელიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა, 10 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, 125 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული. ამ დროისთვის ყველაზე მთავარი და მსხვილი შემომწირველია ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი "ქართუ", რომელმაც ფონდში 100 მლნ ლარი გადარიცხა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საჭიროებების საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყება ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენება და თითოეული ლარის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე. თანხების აკუმულირება და პრიორიტებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2JZbkty ; https://bit.ly/2V1Wmtl


4. მთავრობამ კომერციულ ბანკებში არსებული საკუთარი ანგარიშებიდან 850 მლნ ლარი ეროვნულ ბანკში გადაიტანა


ეროვნული ბანკის ინფორმაციით "პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე გადაიტანა.’’ ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმდინარე პერიოდში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მოთხოვნა ნაღდ ფულზე 700 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავამ განცხადებით, ,,აღნიშნულ ტრანზაქციაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა და ეს ჩვეულებრივი პროცესია, მთავრობას აქვს განთავსებული თავისი რესურსები ვადიან დეპოზიტებზე და როდესაც ეს ვადა ამოიწურება, ხდება მათი დაბრუნება კვლავ ეროვნულ ბანკში.’’

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3egXocz; https://bit.ly/2V02kLd


5. პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი დარგების დაფინანსება მოხდება

“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით სუბსიდირების გაზრდაზე იწყებენ მუშაობას. 104 დარგს, რომელსაც უკვე აფინანსებენ დაემატება დაახლოებით 107 დარგი. მისივე თქმით პრიორიტეტი არ იქნება მხოლოდ იმპორტ ჩანაცვლების პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“-ს მიმართულება იქნება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით მოქმედ საწარმოების მხარდაჭერა.

“აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში რომელიც ითვალისწინებს, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში 80%-მდე სესხის თანადაფინანსებას, 80-მდე განაცხადია შესული და მიმართვის ზრდას ელოდებიან.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3b32kj8 ; https://bit.ly/39Z0DSA; https://bit.ly/34xZpMP


6. პირველი ქართული პირბადის წარმოების შედეგები

ქართული წარმოების ერთი პირბადის დამზადება საშუალოდ, 1 ლარი და 8 თეთრი ჯდება. ეკონომიკის სამინისტრო, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 60-დან 70 თეთრამდე ჯდება. საქართველოს დიპლომატიური მისიების დახმარებით კი სამედიცინო დოლბანდს, რომელიც პირბადეებისთვის საჭირო ნედლეულია, კომერციულ ფასად ყიდულობს. პირბადეების საწყისი პარტიები სამკერვალოებმა უფასოდ გაამზადეს და სამინისტროს მიაწოდეს.

ეკონომიკის სამინისტრო მთელ რიგ ჯგუფებს პირბადეებს უფასოდ ურიგებს: 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს, სხვა სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, აგრეთვე საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და სხვ. პირველ ეტაპზე აფთიაქებში 400 000 ცალი პირბადე უკვე შეტანილია. ხოლო ერთ-ერთი ქსელიდან 70% უკვე ამოიყიდა, რაც გაზრდილ მოთხოვნაზე მიანიშნებს.

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მოამარაგეს მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო.

თითოეული მასალის ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც შერჩეულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bdJLsN ; https://bit.ly/3cc8rlq; https://bit.ly/2RtbJIQ ; https://bit.ly/34r9j2U

7. კომუნალურ შეღავათებზე უარი ორიათასზე მეტმა მოქალაქემ თქვა

სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით: “ათასზე მეტია უკვე იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც ისარგებლეს შეღავათით, ხოლო კომუნალური სერვისები, რომელზეც მათ უარი თქვეს, არის ორჯერ მეტი”. მოქალაქეებს კომუნალურების გადახდაზე უარის თქმა შეუძლიათ, როგორც სამივე თვის განმავლობაში ასევე მხოლოდ ერთი თვის მანძილზე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილები, მათ ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ -ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის გამნავლობაში (მარტი, აპრილი და მაისი) სრულად დაუფინანსდება. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2XtDSne


8. მთავრობის დადგენილებით ,,სუფთა სახლი’’ დაიხურა

საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” არ მოხვდა მთავრობის მიერ დადგენილი საგამონაკლისო კომპანიების სიაში, რომელთაც მუშაობის გაგრძელების უფლება ჰქონდათ, რის გამოც ვალდებული არიან, დროებით შეაჩერონ საქმიანობა. როგორც კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ნადირაშვილი განმარტავს, თავდაპირველი ინფორმაციით მთავრობის ცხელ ხაზზე საქმიანობის გაგრძელებაზე თანხმობა უთხრეს, თუმცა შემდგომ შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდათ ოფიციალური უარყოფითი შეტყობინება და ყველა ქსელის ფილიალი დაიხურა.

საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს პასუხი შემდეგია: ,,კომპანიას მუშაობა ბოლომდე არ ეზღუდება და მას შეუძლია სხვადასხვა სუპერმარკეტები მოამარაგოს საკუთარი პროდუქციით.’’
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3cfWydZ ; https://bit.ly/3cd5cKw
ვის ეკუთვნის და რამდენი მლნ-ის შემოსავალი აქვს “სუფთა სახლს”? https://bit.ly/3ebEjZj


9. 9 ძირითად სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობის სუბსიდირების პოლიტიკა

მთავრობამ დაამტკიცა დებულება, რომლის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით მოახდენს სუბსიდირებას. კონკრეტულად კი - მთავობამ წარმოადგინა 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტი: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია, ხოლო მთავრობამ 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან გააფორმა. იმ შემთხვევაში თუ მაღაზიებში ამ პროდუქტებზე ფასის "სპეკულაციური" მატება მოხდება, სახელმწიფოს შესაბამისი ბიზნეს ოპერატორების დაჯარიმებაც შეეძლება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 400 ტონა მაკარონს და 1 500 000 ლიტრ ზეთს ყიდულობს, რაშიც 13.4 მლნ ლარს დახარჯავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. დადგენილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ სავაჭრო ობიექტები გაიხსნება.

იმ ფონზე, რომ მთავრობა ძირითადი მოხმარების სურსათის პროდუქტებს ფასის სტაბილურობის მიზნით ასუბსიდირებს და მარაგებს ივსებს, FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სასურსათო ფასების ინდექსი მნიშვნელოვნად იკლებს, რაც გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით. 

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც განხილულია COVID-19-ის გავლენა სურსათის მიწოდების ჯაჭვზე საქართველოში, ამასთან შეფასებულია აღნიშნული პროდუქტების მარაგებისა და იმპორტის მაჩვენებლები. https://bit.ly/3chfpWp

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3efHyyM ; https://bit.ly/3caIq5N ; https://bit.ly/2VpQ6KI

10. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" განცხადება და ეროვნული ბანკის პასუხი

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) მენეჯმენტმა 20 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს წერილი გაუგზავნა, (GHG აერთიანებს “ევექსის” ჰოსპიტალებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს) რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკისგან ნებართვას ითხოვდა, რომ “საქართველოს ბანკისგან” სასესხო დაფინანსების უფლება მიეღო.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”-სა და “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის, შესაბამისად “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი არ არის, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა “საქართველოს ბანკს” დაკავშირებული პირის სტატუსს მოუხსნას და GHG-ს საქართველოს ბანკიდან სესხზე ხელმისაწვდომობა გაუხსნას. ,,ეროვნული ბანკი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ მათ მიერ გატარებული საზედამხედველო ზომები კონფიდენციალურია და ის საჯაროდ არ განიხილება.’’

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს და ზედმეტი ბიუროკრატიის დრო არ არის. აქვე აღნიშნავს რომ GHG ქვეყანაში სამედიცინო სერვისების ყველაზე დიდი მომწოდებელია და თუ ეროვნული ბანკი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ლიკვიდურობის პრობლემა

ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ სტატიები: https://bit.ly/2XtJttB; https://bit.ly/34z0J2e 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები