მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: COVID-იმუნიტეტი 8 თვემდე გრძელდება

5fe59dada87ec
ნათია თაქთაქიშვილი
25.12.20 13:44
870
ავსტრალიელმა მკვლევარებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კორონავირუსი, პათოგენის იმუნურ მეხსიერებას ინფიცირებიდან რვა თვის განმავლობაში ინარჩუნებენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული მონაცმემებით, COVID-იმუნიტეტი მაქსიმუმ რამოდენიმე თვე გრძელდებოდა და კორონავირუსით შექმნილი ანტისხეულები მალე ქრებოდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანიშნული კვლევა არის ძლიერი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები SARS-CoV-2, დიდხანს იმუშავებს და მინიმუმ 8 თვემდე დაიცავს ადამიანს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალური იმუნური „ბე უჯრედები“ (B Cells) ვირუსის მეხსიერებას ინარჩუნებენ და როდესაც პათოგენი სხეულში ხელახლა ხვდება, სწრაფად იწყებენ დამცავი ანტისხეულების გამომუშავებას.

არსანიშნავია, რომ კვლევა ავსტრალიის Monash University-ის იმუნოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა და ალფრედის კვლევის ალიანსმა ჩაატარა.