მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – რას სთავაზობს საგანმანათლებლო ცენტრი "ჰერალდი" ახალგაზრდებს?

ჰერალდი

საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი „ჰერალდი“ რუსთავში ფუნქციონირებს და მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს კვლევაზე დაფუძნებულ, თანამედროვე განათლების მოდელს სთავაზობს.

ცენტრის თანადამფუძნებელმა ნინო სოფრომაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც „ჰერალდს“ სხვა საგანმანათლებლო სივრცეებისგან გამოარჩევს.

„ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ დაკვირვებისა და კვლევის შედეგად ვქმნით ახალ პროექტებს და ვარგებთ ჩვენს მსმენელებს. აქ ბავშვები არამხოლოდ კონკრეტულ საგნებს სწავლობენ, არამედ საგნებს შორის კავშირის დამყარებასაც ახერხებენ“, - ამბობს სოფრომაძე.

ცენტრის საგანმანათლებლო მიმართულებები მოიცავს სასკოლო და სააბიტურიენტო პროგრამებს, მედიაწიგნიერებასა და შაბათ-კვირის საავტორო პროექტს - „ინტერფილდს“. ამ პროგრამების ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან დისკუსიის კულტურას, საჯარო გამოსვლებს, პრეზენტაციების მომზადებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

ნინო სოფრომაძის თქმით, „ჰერალდის“ მიზანი მოკლევადიანი შედეგებით არ შემოიფარგლება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროგრამების შექმნა, რომლებიც ბავშვებს არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ გრძელვადიანი წარმატებისთვის მოამზადებდა - უნივერსიტეტში სწავლისა და ყოველდღიური საქმიანობის პროცესში“, - განმარტავს იგი.

ცენტრში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სააბიტურიენტო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს ერთ სივრცეში სრულ აკადემიურ მომზადებას სთავაზობს.

„ეს არის გარემო, სადაც მოსწავლეები ზოგავენ დროსა და ფინანსებს, სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას და იღებენ ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ განათლებას“, – ამბობს სოფრომაძე და აღნიშნავს, რომ ლექტორების კოორდინაციით თითოეული მოსწავლის პროგრესი დეტალურად ფასდება.

„ჩვენ არ გვაქვს წინასწარ მკაცრად გაწერილი ერთწლიანი გეგმა - მივყვებით იმას თუ რა სჭირდება ბავშვს კონკრეტულ ეტაპზე“, - განმარტავს ცენტრის თანადამფუძნებელი.

მედიაწიგნიერების მიმართულებაზე საუბრისას ნინო სოფრომაძე აღნიშნავს, რომ პროექტი წლების განმავლობაში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდებოდ: „ბავშვებთან ერთად შევქმენით ჟურნალი, პუბლიკაციები, საგანმანათლებლო მასალები, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარა“.

მისივე თქმით, რუსთავი განათლებაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ქალაქია და სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად შეიქმნა „ჰერალდი“ : „გვინდა, მაღალი აკადემიური ცოდნის პარალელურად, ახალგაზრდებს დავაშენოთ ის უნარები, რაც მათ სამომავლოდ წარმატებულ სტუდენტებად და პროფესიონალებად აქცევთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები