მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვოტირების დადგენილება მოქმედ სტუდენტებზე არ ვრცელდება" - განათლების მინისტრის მოადგილე

ზვიად გაბისონია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება მოქმედ სტუდენტებს ეხებათ.

"ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება", – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღებ სტუდენტთა კვოტები განსაზღვრა. რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს მიიღებს წელს - კვოტები და პროგრამები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები