2026 წლის პირველ კვარტალში ნუშის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის სამ თვეში საქართველომ 297 ტონა ნუში $631 ათასად იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებაში 301.9%-იანი, ხოლო მოცულობაში 318.3%-იანი ზრდაა. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში იმპორტი $157 ათასს და 71 ტონას შეადგენდა.
ნაჭუჭიანი ნუშის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, საიდანაც საქართველოში $454 ათასის ღირებულების 264 ტონა ნუში შემოვიდა. მეორე პოზიციაზე თურქეთია, საიდანაც იმპორტმა $176 ათასი და 33 ტონა შეადგინა.
ამასთან, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნაჭუჭიანი ნუშის ექსპორტი არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 13 ტონა ნუში $56,500-ის ღირებულებით გაიტანა. ექსპორტი სრულად სომხეთის ბაზარზე იყო მიმართული.




























