მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

6353b5528ce41
BM.GE
22.10.22 13:15
740
ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 პირი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს შს სამინისტროში უთხრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.