მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lagoon Resort - ბათუმში ახალი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტის მართვაში საერთაშორისო ბრენდი შედის

 Resort

ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 350 ნომერზე გათვლილი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

Lagoon Resort სამი ბლოკისა და რეზორტული ტიპის სხვადასხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს, მათ შორის შიდა და გარე აუზებს, სარეკრეაციო ზონებს, სატრენაჟორო დარბაზს, კინოთეატრს, კომერციული ფართს, სამუშაო სივრცეს, საბავშვო ზონას, დახურული პარკინგს და ა.შ.

პროექტი სამი ბლოკისგან შედგება, აქედან A ბლოკში 130 ნომრით საერთაშორისო ბრენდი, B და C ბლოკებში კი საშუალოდ 220 მაღალი დონის აპარტამენტი განთავსდება.

როგორც მენეჯმენტკომპანია HSC Group-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, Lagoon Resort-ის მართვაში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოდის, ფრენჩაიზს კი ხელი მაისის ბოლოს მოეწერება.

„ბათუმის ცენტრალურ ნაწილში იცით, რომ თავისუფალი ტერიტორიები აღარ არის, ამიტომ აეროპორტის მხარეს შენდება ჩვენი მეორე პროექტი Lagoon Resort, რომელიც დაბალი განაშენიანებით ხასიათდება და უფრო მეტად პასუხობს რეზორტული ტიპის განთავსების ობიექტებს. აქ იქნება 4 500 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონა, შიდა და დახურული აუზები, შედგება სამი ბლოკისგან. სულ იქნება 350 აპარტამენტი და 130 ნომრით საერთაშორისო ბრენდით. უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდთან საფრანჩაიზო შეთანხმებას, რომელიც მაისის ბოლოს შემოვა. ესეც იქნება უმსხვილესი სასტუმროს ქსელი, ეს ბრენდი ჯერ საქართველოში კი არა, ამიერკავკასიაშიც არ შემოსულა. ესეც ცხადყოფს, რომ კონკრეტულ ინვესტორებთან შემოსვლა და სამომავლო პარტნიორობა ღირს“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები