მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lalo Shoes-მა სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო

6244551a52691
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 19:13
1738
ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა Lalo Shoes Collection-მა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სოლიდარობის გამოსახატად, უკრაინის სახელმწიფოს დროშის ფერებში ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებელი და დიზაინერი ლალო ბაქრაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიამ სოლიდარობის გამოსახატად ერთი წყვილი ფეხსაცმლის დამზადებით მალევე გადაწყვიტა და ახალი მოდელი მომხმარებელს მარტის დასაწყისში წარუდგინა.

„ეს იყო მხოლოდდამხოლოდ უკრაინელების მხარდამჭერის ჟესტი. ომის დაწყებამდეც ბევრი უკრაინელი მომხმარებელი გვყავდა. კომპანია ამ ფეხსაცმლის გადაცემას ჩვენი აქტიური უკრაინელი მომხმარებლისთვის გადაცემას გეგმავდა. ამას ბიზნეს მიზნებისთვის ვერ გამოვიყენებდი. საკმაოდ დიდია გამოხმაურება განსაკუთრებით უკრაინიდან. ძალიან ბევრი სამადლობელი წერილი მივიღეთ, სადაც ჩვენი უკრაინელი მომხამრებლები აღნიშნავენ, რომ ამ ფეხსაცმელს გამარჯვების დღეს აუცილებლად ჩაიცვამენ“, - აღნიშნა დიზაინერმა.


გარდა იმისა, რომ კომპანია ამ დროისთვის უკრაინაში საქონლის ტრანსპორტირებას, წარმოებული ომის გამო ვერ ახერხებს, ლალო ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ინტერესი სხვა ქვეყნებში მყოფი უკრაინელების მხრიდანაცაა.

„სხვადასხვა ქვეყნიდან კონკრეტულად ფეხსაცმლის ამ მოდელზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, პირველ წყვილს, შემდეგი წყვილების დამზადება მოჰყვა. შეიქმნა როგორც მაღალი, ასევე დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. შეკვეთებს რაც შეეხება მდგომარეობიდან გამომდინარე უკრაინიდან ბევრი ვერ გვიკვეთავს, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან - გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან შეკვეთები ამ მოდელზე აქტიურად ხორციელდება“, - განმარტა ლალო ბაქრაძემ.

Lalo Shoes Collection-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის დროში ფერებში წარმოებული ფეხსაცმლის დაახლოებით 30 წყვილია გაყიდული. ნატურალური ტყავისგან დამზადებული ქართული ბრენდის ფეხსაცმლის ღირებულება კი 210 ლარია. დიზაინერი აღნიშნავს, რომ ამ დიზაინის ფეხსაცმელზე, ისევე როგორც მათ სხვა მოდელებზე შეკვეთები ძირითადად უცხოეთიდან მოდის და ადგილობრივ ბაზარზე მყიდველი ჯერ არ ჰყოლიათ.

ცნობისთვის: Lalo Shoes Collection ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის ნატურალური ტყავის ფეხსაცმელსა და აქსესუარებს 10 წელია რაც აწარმოებს. თბილისში მოქმედი საწარმო 10 სამუშაო ადგილს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები