მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლანჩხუთის 3 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - ბიუჯეტი ₾115 მილიონია

გურია
29.03.24 10:48
176

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამურად 115 მლნ ლარი დაიხარჯება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციის კუთხით 7 პროექტი მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ხუთი პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მათი დასრულება 2024 წელს იგეგმება. ორი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წელს დაიწყება და ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გურიის რეგიონის 44 000-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები