ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი თვლის, რომ ემბარგო უნდა დაწესდეს ევროკავშირიდან საქართველოში ისეთი ტიპის აღჭურვილობის ექსპორტზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევისთვის გამოიყენება.
როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ასეთი პრეცედენტი 2010 წელს, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს უკვე დადგა და ევროკავშირი ახლაც ასე უნდა მოიქცეს.
"2010 წელს, როდესაც ბელარუსის ხელისუფლება მინსკში მშვიდობიან დემონსტრანტებს დაესხა თავს, ევროპამ ემბარგო აამოქმედა, ყველა აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ვფიქრობ, იმავეს გამეორებაზე უნდა ვიფიქროთ. თუ მთავრობა დასავლურ აღჭურვილობას იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ, რაღატომ ვუშვებთ ექსპორტს?" - ამბობს ლანდსბერგისი.