მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი 4 ვალუტის მიმართ გამყარდა

5f4f995e927fe
BM.GE
02.09.20 17:08
954
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 3.0751 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0762 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი ევროსთანაც გამყარდა. ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6468 ლარია, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6862 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილება 3.94 თეთრია.

2 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი თურქული ლირის (0.4165 ლარი) და ასევე ფუნტის (4.1086 ლარი) მიმართაც გამყარდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები