ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი მიმდინარე კვირაში სებ-ში საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 20 სექტემბერს აირჩია..
ნანა ყეინიშვილი 2023 წლის 2 ოქტომბრამდე საგადახდო პროვაიდერ “ვიპ ფეის” დირექტორი და 100%-იანი პარტნიორი იყო. კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშაა.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “ვიპ ფეი” 2022 წლის ივლისში დაფუძნდა და მან სებ-ში შესაბამისი რეგისტრაცია ამავე წლის ნოემბერში გაიარა. დაფუძნების პერიოდში კომპანიის 55% და 45%-იან წილები ნანა ყეინიშვილს და საქართველო ისრაელის ორმაგ მოქალაქეს რევაზ მეგრელიშვილს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი კომპანიის მეწილეთა რიგებში ცვლილებები განხორციელდა და ყეინიშვილმა 100%-იანი წილის მფლობელად გადაინაცვლა. ეროვნულ ბანკში პოსტის დაკავების შემდეგ კი კერძო ბიზნესში წილები გაასხვისა.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამჟამად ნანა ყეინიშვილი 12 კომპანიასთან არის შემხებლობაში, აქედან 11-ში დირექტორის პოსტსაც იკავებს, ხოლო 10-ში მეწილეა. ეს კომპანიებია:
- შპს დავინანა - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი;
- შპს როიალ ენ ფარმა - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს სადმელი ჰესი - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს მწვანე ენერგიის ჯგუფი - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს იუნაითიდ ფაუერ ენერჯი - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს დანიელი 2022 - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს ნათმეტალ - ნანა ყეინიშვილი, მეწილე;
- შპს აგრიმონ - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს მედიკო - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს ალიანსი - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს ვიანდო გეორგია - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე;
- შპს ზემელი - ნანა ყეინიშვილი, დირექტორი, მეწილე.
ნანა ყეინიშვილის ქმარი, უზურმაგ ქარქუსოვი კი შემდეგ კომპანიებში ფლობს წილებს:
- შპს გლობალ გრუპი - ურუზმაგ ქარქუსოვი, დირექტორი;
- შპს როკფელერ გრუპ ჯორჯია - ურუზმაგ ქარქუსოვი, დირექტორი;
- შპს გლობალ ეკონომიკ - ურუზმაგ ქარქუსოვი, მეწილე;
- შპს გლობალ გრუპი - ურუზმაგ ქარქუსოვი, მეწილე;
- შპს როკფელერ გრუპ ჯორჯია - ურუზმაგ ქარქუსოვი, მეწილე.
ამასთან, ქარქუსოვი დაკავშირებული კრიპტო პროექტ https://iy-coin.org-თან, რომელიც ამავე ვებგვერდის მიხედვით “სამართლიანობის და ეფექტურობის პრინციპით მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ისახავს მიზნად.”
“ჩვენ ვიწყებთ ინოვაციური პროგრამის - ფულის რეფორმის მეორე ეტაპს. iYCOIN +235 ბაზაზე ციფრული ფულის პრაქტიკული რეალიზებისათვის.
სამართლიანობისა და ეფექტურობის პრინციპებზე.
არ უნდა იყოს ისე, რომ 1-2% ყველაზე მდიდარ ადამიანებს ახლა ჰქონდეთ იმაზე მეტი ფული და სიმდიდრე, ვიდრე დანარჩენ ადამიანებს მსოფლიოში.
ჩვენ გვსურს შევცვალოთ ეს ერთად გონიერი და ლოგიკური გადაწყვეტილებებით.
ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით სამართლიან და ეფექტურ ფულად სისტემას,”- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.