მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნანა ყეინიშვილის კომენტარი სებ-ის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესზე

ნანა ყეინიშვილი

ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და ჩვენი მთავრობის გადასაწყვეტი,- ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ნანა ყეინიშვილმა BMG-ის კითხვას, როგორები უნდა იყვნენ საბჭოს წევრები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაცია.

ყეინიშვილი თანამდებობაზე სებ-ის გარშემო განვითარებული ხმაურიანი პროცესის ფონზე, გასულ წელს დაინიშნა. კითხვაზე, რას საქმიანობდა ამ პერიოდის განმავლობაში, ის ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია და ჩართულია საბჭოსთან არსებულ აუდიტის კომიტეტში.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის 1 მარტის ჩათვლითაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები