მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან - 3 თეთრით, ევროსთან კი 3.4 თეთრით გამყარდა

5fa93ecf1b439
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.20 17:07
1226
გასული კვირის განმავლობაში მომხდარი პიკური გაუფასურების შემდეგ ლარი მყარდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა. 

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, რომელთანაც კურსის ცვლილებამ 3.4 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.9550 ლარი გახდა. 

გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ოფიციალური ღირებულებაც 3.98 თეთრით შემცირდა და 4.3783 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები