მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 0.97 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 0.37 თეთრით გაუფასურდა

5fda070abc576
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 17:10
812
15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა უცხოური ვალუტების უმეტესობასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.97 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2811 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით კი, ლარი 0.37 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება 
4.0043 ლარი გახდა. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი, ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსის ცვლილებამ 4.82 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.4328 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები