მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ვალუტის კურსი
23.10.24 17:03
2200

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.41 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9273 ლარი გახდა.

1.53 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5225 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები