25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.40 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8381 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.95 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.2647 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.81 თეთრი ღირს.