13 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9842 ლარი გახდა.
3.98 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5961 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.14 თეთრი შეადგინა.