მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

620cf7327e35d
BM.GE
16.02.22 17:06
9722
16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.42 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9934 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.83 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4065 ლარი გახდა. 

4.28-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.0602 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.25 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.94 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები