7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0836 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.56 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3577 ლარი გახდა.
0.41-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.0309 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.02 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 20.90 თეთრი გახდა.




























