მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62c436ab930d6
BM.GE
05.07.22 17:02
3190
5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.52 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8710 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 4.88 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9574 ლარი გახდა.

3.24-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.4564 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გაუფასურებამ 0.19 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.91 თეთრი გახდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები