6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.90 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8705 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.89 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8510 ლარი გახდა.
0.91-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3243 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ლირასთან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა და ერთი ლირის ღირებულება 15.75 თეთრი გახდა.




























