16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6674 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8341 ლარი გახდა.
4.71-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2452 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.30 თეთრი შეადგინა.