მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

60ec408b0eabe
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.21 17:18
2558
12 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1429 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7240 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.93 თეთრით შემცირდა და 4.3529 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები