13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით გაყმარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1002 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4924 ლარი გახდა. 1.49 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1068 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 21.77 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 დეკემბრიდან შევა ძალაში.




























