მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ვალუტის კურსი
30.12.24 17:01
3982

30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8068 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.98 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9306 ლარი გახდა.

3.36 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5349 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.95 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები