3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.36 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1397 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6136 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 0.65 თეთრი შეადგინა.




























