მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

645ce7b72084c
BM.GE
11.05.23 17:01
756
11 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.64 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5458 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.98 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7805 ლარი გახდა.

0.85 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1998 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.01 თეთრი შეადგინა.