28 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.90 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1579 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7690 ლარი გახდა.
დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.14 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3612 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.22 თეთრით გაიზარდა და 4.3911 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ივნისიდან შევა ძალაში.
2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.




























