4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6487 ლარი გახდა. 2.84-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2669 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა. აუქციონის შედეგად, გუშინ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ლარი ყოველდღიურად უფასურდება.
ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან შევა ძალაში.