მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

ვალუტის კურსი

25 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6859 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8804 ლარი გახდა.

1.43 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3603 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.27 თეთრი შეადგინა.