მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით 1.6 თეთრით, ევროსთან კი 2.6 თეთრით გამყარდა

60f188eba1264
BM.GE
16.07.21 17:21
619
16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.65 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1221 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.58 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6850 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.60 თეთრით შემცირდა და 4.3110 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები