მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის დეპოზიტები სავარაუდოდ, უცხო ვალუტაში გადააქვთ - ბესო ნამჩავაძე ლარის გაუფასურებაზე

გამჭვირვალობა-საქართველო
15.05.24 17:35
1754

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით შექმნილი ვითარებას უკავშირდება და სავარაუდოა, რომ ლარის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა ხდება.

როგორც ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ კანონი არ გაუქმდება და საპასუხოდ სანქციები ამოქმედდება, სიტუაცია გაუარესდება.

"ლარის კურსის ერთ დღეში 9 თეთრით გაუფასურება უჩვენებს, რომ პანიკა არამარტო ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციონერებშია, ქვეყნის შიგნითაც შეშინდა ხალხი. სავარაუდოდ, ლარის დეპოზიტები გადააქვთ უცხო ვალუტაში. სხვანაირად ასეთი სწრაფი გაუფასურება არ იქნებოდა. ეს რყევები არაა გამოწვეული ეკონომიკური ფაქტორებით და თუ ხელისუფლება რუსულ კანონს გააუქმებს, პროცესები შემობრუნდება. თუ არ გააუქმებს, სანქციების ამოქმედების შემდეგ (რაც გარდაუვალი ჩანს), უარესი სიტუაცია იქნება",- წერს ბესო ნამჩავაძე.

15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა. ამასთან, ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად ეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები