მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუშლის თუ არა ხელს "რუსული კანონის" მიღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას? - კობახიძის პასუხი

კობახიძე

შეუშლის თუ არა ხელს “რუსული კანონის” მიღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რა მოლოდინი აქვს მთავრობას? – bm.ge-ის ამ კითხვას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

მისი თქმით, მოსალოდნელია იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს პროგნოზირებული.

“რაც შეეხება წინასწარ ოთხთვიან მონაცემებს, იანვარი-აპრილის შედეგებს, საშუალო ზრდა გვაქვს 8%-ზე მეტი, იმაზე მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა წინასწარი მონაცემებით, გვაქვს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს გავალთ იმაზე ბევრად მაღალ ზრდაზე, ვიდრე ეს ჰქონდა სავალუტო ფონდს პროგნოზირებული.

თქვენ ხედავთ აჟიტირებულია ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, ყოველ ჯერზე როდესაც ლარის კურსში ცვლილებაა. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი.. იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, არ შეიძლება, უფლება არ მაქვს, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება.

ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როცა ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ საბოლოო ჯამში წინასწარვეა განწირული.

იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, მერე საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს, ვინც ამას გეგმავდა, ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები