6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7061 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 2.21 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9104 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 4.39 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3607 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.52 თეთრი ღირს.