20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6981 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.55 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9482 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.08 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3653 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.38 თეთრი ღირს.